ჩვენს შესახებ

“Betterhelp” არის სარეკლამო სააგენტო Betterfly DDB-ის პროექტი, რომელიც შეიქმნა მხოლოდ ერთი მიზნით – დაეხმაროს ბიზნესებს “Covid-19”-ით შექმნილი გამოწვევების გადალახვაში.  ჩვენ გვჯერა, რომ Betterhelp არის პასუხი ახალ მსოფლიო მასშტაბის გამოწვევაზე.

“დიდ ძალასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც მოდის” – ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, რომ დავეხმაროთ ბიზნესს ახალ რეალობასთან ადაპტაციაში, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ბიზნეს გარემოზე და შესაბამისად ეკონომიკაზეც. სწორედ ამიტომ გვსურს გავუზიაროთ ორგანიზაციებს საკუთარი ექსპერტიზა კომუინიკაციასა და სტრატეგიულ დაგეგმვაში!

გარდა ამისა, პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანმა პროფესიონალებმა. ისინი პროექტში ჩაერთვებიან მოწვეულ ექსპერტებად, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტი სპეციალიზირებული და უტყუარი რეკომენდაცია მივცეთ ბიზნესებს.

ნამუშევრები

ჩვენი პარტნიორები